dakaruli jiSebi - maRranuli
მაღრანული - (ინგ. Maghranuli) (რუს. )
სინონიმი: მაღრანული ქისი. წარმოშობა: კახეთი.
ზრდასრული ფოთოლი: მომრგვალო ან ოდნავ მოგრძოა. ზომა საშუალო, სიგრძე 13,5-16,0 სმ, სიგანე 13,0-14,5 სმ. უმეტესად ხუთნაკვთიანი. ფერი მუქი მწვანე. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი გლუვი ან ბადისებრ დანაოჭებული. ყუნწის ამონაკვეთი ხშირად თაღისმაგვარი.ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ განვითარებული, ამონაკვეთის ფორმა უმეტესად ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმის, ამონაკვეთის ფორმა ძირითადად კვერცხისმაგვარია, ფუძე მომრგვალო. მთავარი კბილები სწორი სამკუთხედისმაგვარი, გვერდითი კბილები ვიწრო სამკუთხედის მსგავსი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია ქეჩისმაგვარი შებუსვით; შედგება საშუალო სისქის აბლაბუდისმაგვარი ბეწვისა და სქელი ჯაგრისმაგვარი ბუსუსებისგან.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, სიგრძე 14-18სმ, სიგანე 8-12სმ. ფორმა კონუსისებურია, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, საშუალოდ კუმსი.
მარცვალი: საშუალო ზომის, სიგრძე 1,25-1,65სმ, სიგანე 1,10-1,55სმ. ფორმა უმეტესად მომრგვალოა. ფერი მომწვანო - ყვითელი. კანი თხელი, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი. გემო სასიამოვნო, კარგადაა გამოსახული ჯიშური არომატი. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1- 4 ცალი.
ყურძნის წვენი: მოსავლიანობა: 6,0-7,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,6.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: იძლევა კარგი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს, რომელსაც ახასიათებს სინაზე, საშუალო სხეული და ძლიერი ჯიშური არომატი.
დამატებითი ინფორმაცია: სიმწიფის საშუალო პერიოდის ვაზის ჯიშია. კახეთში იგი მწიფდება სექტემბრის პირველ ნახევარში, რქაწითელზე ცოტა უფრო ადრე.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყარო: ტაბიძე დ.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი.